Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ახმედ ბილალოვი, რომელიც ოთხშაბათს მკაცრად გააკრიტიკა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის განკუთვნილი ობიექტების დათვალიერებისას. სოჭში ბობსლეის ტრასის დათვალიერებისას, პრეზიდენტმა შეიტყო, რომ ობიექტის ჩაბარება ორი წლით დაყოვნდა, ხარჯი კი ექვსჯერ გაიზარდა. ბოლო დრომდე ამ ობიექტს ბილალოვის კომპანია აშენებდა. ვიცე-პრემიერმა დმიტრი კოზაკმა სოჭში ხუთშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, რომ ბილალოვს, სავარაუდოდ, გადააყენებენ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების მმართველი საბჭოში დაკავებული პოსტიდანაც.
XS
SM
MD
LG