Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანების აფეთქებას


ერაყში 31 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა დანაღმული ავტომანქანების აფეთქებების შედეგად. მათგან 16 შეეწირა ბაღდადში, ბაზარში მოწყობილ ორ აფეთქებას, ხოლო 15 დაიღუპა ასევე ბაზარში, ოღონდ ქალაქ ჰილაში ორი აფეთქების შედეგად. ყველა ამ შემთხვევაში აფეთქებები, როგორც ჩანს, შიიტების წინააღმდეგ იყო მიმართული. ერაყში, სადაც შიიტები უმრავლესობაში არიან, ბოლო კვირებში გახშირდა დანაღმული ავტომანქანების და თვითმკვლელი თავდამსხმელების აფეთქებები. ძალადობა, როგორც ჩანს, უკავშირდება პოლიტიკურ კრიზისსა და დემონსტრაციებს უმეტესწილად სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც მოითხოვენ ერაყის შიიტი პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიკის გადადგომას.
XS
SM
MD
LG