Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მხარს არ უჭერს პარლამენტის თბილისში გადატანას


მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მზად არის, მთავრობის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის "ეფემერული კონსტიტუციური უფლებამოსილების" გაუქმებას მხარი დაუჭიროს , მაგრამ არა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას. "რაც მათ უნდათ, ესაა პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები და ამას არ ეთანხმება უმცირესობა. ეს არის ჩვენ შორის პირველი მთავარი განმასხვავებელი. პარლამენტის თბილისში გადმოტანის მოტივაცია კარგად გახმოვანდა: - მთავრობას უნდა აკონტროლოს პარლამენტი. ქუთაისში პარლამენტის გადატანის მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ მთავრობა იყოს ცალკე, პარლამენტი - ცალკე და პარლამენტი იყოს ძლიერი", - აღნიშნა სააკაშვილმა. მეორე რასაც, პრეზიდენტის თქმით, ის და მისი გუნდი კატეგორიულად არ ეთანხმებიან, არის საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების გაუქმება. "ამისთვის უნდათ მას კონსტიტუციური უმრავლესობა. ამისთვის მიდის ბრძოლა, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში აღარ გაიმართოს!" - აცხადებს სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG