Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დააკავა სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული


პოლიციამ პარლამენტის წევრ სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა ნიკოლოზ არაბულმა 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სერგო რატიანს. სამინისტროს განცხადებითვე, არაბულის დაკავებას საფუძვლად დაედო კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის დაკითხვისა და პირის ამოცნობის ოქმები და მასმედიით გავრცელებული ვიდეომასალები. მანამდე, 9 თებერვალს პოლიციამ დააკავა პარლამენტის წევრების ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის და მოქალაქე გიგა ნასარიძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული გელა მამალაძეც, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დღეს 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
XS
SM
MD
LG