Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა დაწვეს აქრამ აილისლის ნაშრომები


აზერბაჯანის დასავლეთ რეგიონში, ქალაქ გიანჯაში, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა დაწვეს ცნობილი მწერლის, აქრამ აილისლის წიგნები, რადგან ავტორს "ერის მოღალატედ" მიიჩნევენ. აილისლის რომანმა, „ქვის სიზმრები“, აღშფოთება გამოიწვია აზერბაიჯანში. რომანი ასახავს მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტს და მასში დადებითად არიან გამოყვანილი სომხები, ხოლო არაფერია ნათქვამი კონფლიქტის გამწვავების პერიოდში აზერბაიჯანელთა მიმართ სისასტიკის შესახებ. რომანის გამო აილისლის ჩამოართვეს სახალხო მწერლის წოდება, გარიცხეს მწერალთა კავშირიდან და გაუუქმეს პრეზიდენტის პენსია.
XS
SM
MD
LG