Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ მესამე ბირთვული გამოცდა ჩაატარა


ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ წარმატებით ჩაატარა მესამე მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა. ბირთვული გამოცდა ეწინააღმდეგება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციებს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გამოცდები აუკრძალეს. გამოცდა დაგმო გაერომ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და რუსეთმა. გაეროს გენერალური საბჭო დღის ბოლოს შეიკრიბება ვითარების განსახილველად.
XS
SM
MD
LG