Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავი პილეი: 2011 წლის შემდეგ სირიაში ორივე მხარეს 70 ათასი ადამიანი დაიხოცა


სირიელი აქტივისტების განცხადებით, მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩრდილოეთში მდებარე ალეპოს პროვინციაში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება, რომ მეამბოხეებმა რამდენიმედღიანი შეტაკებების შემდეგ დაიპყრეს ალ-ჯარაჰის ბაზა. წინა დღეს სირიელმა მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს სირიაში უდიდეს უდიდეს ჰიდროელექტროსადგურზე მდინარე ევფრატზე რაკის პროვინციაში. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ნავი პილეიმ განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ჯარის და მეამბოხეთა რაზმების შეტაკებების შედეგად, 2011 წლის გაზაფხულის შემდეგ, 70 ათასი ადამიანი დაიხოცა ორივე მხარეს. ის ადრე 60 ათასს ასახელებდა. მანვე ათქვა, როომ უშიშროების საბჭოს წევრებს შორის სირიის საკითხებში დიდმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია უმოქმედობა. ამის გამო, სირიის მოსახლეობას მოუხდა დიდი საფასურის გადახდა ორივე მხარის, მთავრობის ჯარს და მეამბოხეების თავდასხმების გამო. პილეი თვლის, რომ სირიის საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს.
XS
SM
MD
LG