Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა გამოაცხადებს ავღანეთიდან კონტინგენტის დიდი ნაწილის გაყვანის შესახებ


მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამშაბათს, ქვეყნის მდგომარეობაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გამოაცხადებს, რომ მომდევნო 12 თვეში ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდება 34 000 ამერიკელი ჯარისკაცი. შედეგად, ნახევარზე მეტად შემცირდება ავღანეთში შეერთებეული შტატების ამჟამინდელი, 66 000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი. 2014 წლის მიწურულამდე ავღანეთს დატოვებს უცხო ქვეყნების თითქმის ყველა საბრძოლო შენაერთი. აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მოსალოდნელია, რომ ობამა შიდაპოლიტიკური საკითხებიდან შეეხება ეკონომიკის გაძლიერების ძალისხმევასა და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ობამას გამოსვლა ოთხშაბათს, თბილისის დროით, 18 საათზე იწყება.
XS
SM
MD
LG