Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს თანახმად, გიგი უგულავას დასაკითხად გამომძიებლები თბილისის მერიაში არ მივლენ


გიგი უგულავას დასაკითხად გამომძიებლები თბილისის მერიაში არ მივლენ - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. ნინო გიორგობიანის თქმით, სამინისტრომ განცხადება ერთხელ უკვე გაავრცელა და მასში გამოთქმული პოზიცია უცვლელია. შსს-მ 11 თებერვალს განმარტა, რომ გიგი უგულავას არ აქვს უფლება, საგამოძიებო ორგანოებს თავად დაუდგინოს მოქმედების წესი და ვალდებულია დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრომ თბილისის მერს შეახსენა, რომ სისხლის სამართლის პროცესის მიზნებიდან გამომდინარე ის არის საქართველოს მოქალაქე, რომლის მიმართ საპროცესო კანონმდებლობა არანაირ პრივილეგიებს არ ითვალისწინებს და გააფრთხილა, რომ თუ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს არ შეასრულებს და ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდება, მისი უმოქმედობა შეფასდება მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმად და გატარდება კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
XS
SM
MD
LG