Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში პოლიტიკოსზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თეჰრიკ-ე-თალიბანმა


პაკისტანში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილ აფეთქებას უვნებელი გადაურჩა ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის მთავრობის მეთაური, ამირ ჰაიდარ ხან ჰოტი. როგორც ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა, აფეთქება მოეწყო, როცა მთავრობის მეთაურის კორტეჟი ქალაქ მარდანში გადაადგილდებოდა. პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თავდამსხმელი წინასწარვე შეამჩნიეს და მას მთავრობის მეთაურის მცველმა ესროლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თეჰრიკ-ე-თალიბანის სახელით ცნობილმა ჯგუფმა. დეკემბერში ამ ფრაქციამ სხვა თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა - პროვინციის მინისტრთა კაბინეტის რანგით მეორე მაღალჩინოსნის, ბაშირ ბილურის მკვლელობაზე, ფეშავარში გამართული პოლიტიკური შეხვედრის დროს.
XS
SM
MD
LG