Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტორეპორტიორები ბრალდების მოხსნისთვის იბრძვიან


ფოტორეპორტიორებმა გიორგი აბდალაძემ, ზურაბ ქურციკიძემ, ირაკლი გედენიძემ და ნათია გედენიძემ თავიანთი საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს მთავარ პროკურატურაში. ჯაშუშობაში დადანაშაულებული ფოტორეპორტიორები, თავიანთი საქმის დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ და გამოხატავენ მზადყოფნას, რომ გამომძიებლის შეკითხვებს უპასუხონ. საქმის აღძვრასა და დაპატიმრებას ისინი უკავშირებენ 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გადაღებას, ფოტორეპორტიორები თვლიან, რომ ეს იყო ანგარიშსწორება იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან.
XS
SM
MD
LG