Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი: გიორგი ვაშაძემ დიპლომატიური პასპორტი უკანონო გზით მოიპოვა


იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უმცირესობის წევრს, სამოქალაქო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძეს სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის "უკანონო დავალებების" მიცემაში ადანაშაულებს. როგორც წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ თანამშრომელს მისთვის დიპლომატიური პასპორტის დამზადების უკანონო დავალება მისცა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამის გამო მას თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწია. მის ამ განცხადებას ღონისძიებაზევე უპასუხა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა. "უკანონოდ თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი, მაშინ როცა სხვისთვის 15 წუთშია მისი აღება შესაძლებელი, ჩემთვის ეს პრობლემა გახდა. სწორედ ამიტომ დავურეკე და ვთხოვე მას, ჩემთვის პასპორტი მოეცა", - თქვა გიორგი ვაშაძემ. ამის შემდეგ წულუკიანი და ვაშაძე ერთმანეთს მწვავე რეპლიკებით დაუპირისპირდნენ, რის გამოც ანგარიშის ორგანიზატორებმა მათ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG