ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქცია პარლამენტის შენობასთან იმართებოდა. მისი მონაწილეები მეორე ღამის განმავლობაში აპროტესტებდნენ ელექტროენერგიაზე მაღალ გადასახადს, დაბალ შემოსავლებსა და ეკონომიკურ სტაგნაციას ქვეყანაში. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ გადააყირავეს ნაგვის კონტეინერები და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. სულ ცოტა სამი ადამიანია დაკავებული. ვრცელდებოდა ცნობები ბულგარეთის სხვა ქალაქებში გამართული აქციების შესახებაც. კვირას ბულგარეთის 30-ზე მეტ ქალაქში ათასობით ადამიანი შეუერთდა აქციებს. ორშაბათს პრემიერ-მინისტრმს ბოიკო ბორისოვმა ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლა. ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. საშუალო ხელფასი იქ 400 ევროა, საშუალო პენსია კი - 135 ევრო.
ყველაზე პოპულარული
1