Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, კეტაში მოწყობილი თავდასხმის მონაწილეები დააკავეს


პაკისტანის უშიშროების ძალებმა აკრძალული გაერთიანების ოთხი წევრი დახოცეს და შვიდი სხვა დააკავეს. სავარაუდოდ, ისინი დაკავშირებული არიან შაბათს კეტაში მოწყობილ თავდასხმასთან, რომელსაც 89 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ცნობა დაადასტურა ბალოჩისტანის პროვინციის საშინაო საქმეთა მდივანმა, აშრაფმა. 16 თებერვლის თავდასხმის სამიზნე იყვნენ შიიტი მუსლიმები. მსგავსი თავდასხმა მოხდა იანვარში, როცა 86 ადამიანი მოკლეს. შიიტები საპროტესტო გამოსვლებს მართავენ და მთავრობისგან მოითხოვენ, ბოლო მოუღოს ამ ნიადაგზე ძალადობას.
XS
SM
MD
LG