სერბიის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში ხვდებიან ერთმანეთს ევროკავშირის შუამავლობით. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ იმედი გამოთქვა, რომ კოსოვოს ლიდერის, ჰაშიმ ტაჩის და სერბი კოლეგის, ივიცა დაჩიჩის შეხვედრა იმავე კონსტრუქციული სულისკვეთებით შედგება, როგორც წინა მოლაპარაკება. ტაჩიმ შემდეგ განაცხადა ბრიუსელში: "კოსოვო და სერბია ბრიუსელში ერთმანეთთან საბრძოლველად არ არიან. ჩვენ აქ ვართ დღეს საერთო ენის გამოსანახავად, რათა შევთანხმდეთ სხვადასხვა საკითხზე და ერთად გავემართოთ ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“. სერბიის ყოფილი ოლქი კოსოვო, დამოუკიდებელ ქვეყნად ასამდე სახელმწიფომ აღიარა. ის არ უღიარებიათ გაეროს და ევროკავშირის ყველა წევრს. სერბია არ ემხრობა თავისი ყოფილი რეგიონის გამოყოფას, მაგრამ ჩაერთო მოლაპარკებაში, რათა მიიღოს იქ სერბული უმცირესობის უსაფრთხოების გარანტიები და გაიზარდოს ევროკავშირში გაწევრიანების შაანსები. სამშაბათის შეხვედრას მასპინძლობს კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი.
ყველაზე პოპულარული
1