Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენციის ნაკლებობა იყო


სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეთვალყურეთა შეფასებით, კენჭისყრა ამ ქვეყნის წინა არჩევნებთან შედარებით განვითარების ნიშანს წარმოადგენს, მაგრამ აკლდა ნამდვილი კონკურენცია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების თანახმად, სამშაბათის არჩევნები, რომელიც მოიგო სერჟ სარქსისიანმა, 58 პროცენტით, ჩატარდა მშვიდობიანად და იყო კარგად ორგანიზებული. მაგრამ მათივე აზრით, „საარჩევნო კამპანიამ ვერ მიიპყრო საზოგადოების ინტერესი“. მეთვალყურეთა მისია თვლის, რომ სომხეთში საჭირო იქნება მეტი კონკურენცია, რათა აშენდეს დინმიური და მიმზიდველი დემოკრატია. ყოფილმა საგერო საქმეთა მინისტრმა, რაფი ოვანესიანმა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა 37 პროცენტით, დაგმო არჩევნები, როგორც არასამართლიანი და გაყალბებული.
XS
SM
MD
LG