ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით. უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება და გამართავს შეხვედრებს ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან - ჯეიმს აპატურაისთან და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან - გენერალ ჯოზეფ დანფორდთან. თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.
ყველაზე პოპულარული
1