Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოში უმრავლესობის ფრაქცია მისმა თავმჯდომარემ დატოვა



თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ფრაქცია და პარტია დატოვა. როგორც ხაჩირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება, გადაწყვეტილება კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხედულებების თანხვედრის არარსებობის გამო მიიღო. "ამ გუნდთან ურთიერთობა დიდი ხანია მაკავშირებს, იქ ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და მახსოვს ბევრი წარმატებული და ბევრი წარუმატებელი დღე მათთან ერთად. თუმცა მაშინ ჩვენს შორის იყო შეხედულებების თანხვედრა, დღეს კი ეს თანხვედრა აღარაა და მეც აღარ ვაპირებ კატა-თაგვობანას თამაშს", - აღნიშნა ხაჩირაშვილმა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას არავითარი სხვა გარემოება – მათ შორის "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლის ფაქტები არ არსებობდა. თუმცა, ორი კვირის წინ, როდესაც ნიკო ხაჩირიშვილი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს, იგი აცხადებდა, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ დატოვონ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები.
XS
SM
MD
LG