Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალური პროკურატურა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიმართა, სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთში ამერიკის მოქალაქის მიერ ნაშვილები, შტატებში მაქს შატოს, რუსეთში, მაქსიმ კუზმინად ცნობილი სამი წლის ბიჭის, გარდაცვალების გარემოებების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პროკურატურის წარმოადგენელმა, რომელმაც თქვა ასევე, რომ უწყება ტეხასიდან, ეკტორ კაუნტიდან, ავტოპსიის შედეგებს ელოდება. ამავე დროს, ბიჭის გარდაცვალების ადგილის, ეკტორ კაუნტის შერიფმა, მარკ დონალდსონმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუს ოფიციალურ პირებს არ მიეცემათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ გამოძიებაში. არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ბიჭის სხეულზე სისხლჩაქცევები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ დოლგოვმა თქვა, რომ არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ბიჭი სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაიღუპა.
XS
SM
MD
LG