Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟერარ დეპარდიე რუსეთის ქალაქ სარანსკში ჩაეწერა


ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რუსეთის რესპუბლიკა მორდვეთის დედაქალაქ სარანსკში ჩაეწერა. გავრცელებული ცნობით, მსახიობის ოფიციალურ საცხოვრებლად გაფორმდა მისი მეგობრის, „გოსფილმოფონდის“ დირექტორის, ნიკოლაი ბოროდაჩოვის, ნათესავების ბინა. დეპადრიემ იანვარში მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, სამშობლოში, საფრანგეთში მაღალი საშემოსავლო ბეგარისთვის თავიდან აცილების მიზნით.
XS
SM
MD
LG