Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია


ავღანეთში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია, რომლის წევრებმაც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქართველ სამხედროებს გააცნეს მთავრობის და მინისტრის ახალი სოციალური ინიციატივები. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 25%-ით გაიზარდა, სამინისტროს თანამშრომლებისთვის მოხდება საბანკო დავალიანების რესტრუქტურიზაცია და მზადდება ახალი, გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, დელეგაციის წევრებმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დაათვალიერეს ქართველ სამხედროთა ბაზები და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნენ. თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დაჰპირდა, რომ საქართველოში დაბრუნებულებს გაუმჯობესებული სოციალური პირობები და ინფრასტრუქტურა დახვდებათ.
XS
SM
MD
LG