Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინთან მოლაპარაკების შემდეგ ზურაბ აბაშიძე პრაღაში ჟურნალისტებს შეხვდება


აბაშიძე-კარასინის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს-პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, პრაღაში, საქართველოს საელჩოს შენობაში ჟურნალისტებს შეხვდება, - ამის თაობაზე ქართველმა დიპლომატმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა. 14 დეკემბერს, ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ კარასინ-აბაშიძის მეორე შეხვედრის ადგილად ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი პრაღა შეირჩა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს-პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი 1 მარტს გამართავენ მოლაპარაკების მეორე რაუნდს. „როგორც წინა შეხვედრის დროს, პრაღაშიც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობის და რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხებზე ვიმსჯელებთ. შევაჯამებთ, თუ რა გაკეთდა ამ მხრივ ორი თვის განმავლობაში და რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ,“- განაცხადა აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში. პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი, მხარეთა გადაწყვეტილებით, გასაიდუმლოებულია.
XS
SM
MD
LG