Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში არჩევნები იმართება


კენიაში იმართება არჩევნები, რომელთა შედეგებიც განსაზღვრავს პრეზიდენტის, ისევე როგორც გუბერნატორების ვინაობას, აგრეთვე პარლამენტისა და საკრებულოების შემადგენლობებს. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტებად ითვლებიან პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგა და ვიცე-პრემიერი უჰურუ კენიატა. ორშაბათს კენჭისყრის დაწყებამდე, სულ ცოტა, 15 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა ძალადობის შედეგად. 2007 წელს 1000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ძალადობას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა.
XS
SM
MD
LG