საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის შეხვედრა. პრესისთვის დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. კოტე კუბლაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა გასულ საღამოს აცნობა ტელეკომპანია ”იმედს” და განაცხადა, რომ სასამართლოსადმი საზოგადოებაში არსებული ბევრი შეკითხვის მიუხედავად, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას პატივისცემა სჭირდება.
ყველაზე პოპულარული
1