Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია


დღეს ერთგულების ფიცი დადო ჩეხეთის რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა. ინაუგურაცია გაიმართა პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები და სხვა ოფიციალური პირები. 68 წლის ზემანმა პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა ვაცლავ კლაუსი, რომელიც წუხელ გადადგა პრეზიდენტობის ორი ვადის ამოწურვის შემდეგ. მილოშ ზემანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერია და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც იანვარში საყოველთაო კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. ჩეხეთში პრეზიდენტს აქამდე პარლამენტი ირჩევდა.
XS
SM
MD
LG