Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აჩვენეს ტელეპროგრამა ბრაუდერის წინააღმდეგ ახალ ბრალდებებზე


რუსეთში სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა პროგრამა, რომელშიც ინვესტორ უილიამ ბრაუდერს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ბრაუდერის სახელი უკავშირდება სერგეი მაგნიტსკის, მოსკოვის ციხეში 2009 წელს გარდაცვლილი ადვოკატის საქმეს. მაგნიტსკი მუშაობდა ბრაუდერის კუთნვილ საინვესტიციო ფონდ „ჰერმიტიჯ კეპიტალ ინვესტმენტში“. რუსეთის ტელევიზიის პირველი არხით ნაჩვენებ პროგრამაში ნათქვამია, რომ ბრაუდერს არ გადაუხდია მილიარდობით რუბლის გადასახადი რუსეთში, ყალმუხეთის რესპუბლიკაში მისი კომპანიის საქმიანობისას. გასულ კვირაში რუსეთში პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ბრაუდერმა კომპანია „გაზპრომის“ აქციები შეიძინა პერიოდში, როცა უცხოელებს არ ჰქონდათ ამის უფლება. ბრაუდერს, ისევე როგორც მაგნიტსკის, წაყენებული აქვს აგრეთვე გადასახადების გადაუხდელობის ბრალდება. სერგეი მაგნიტსკის ასამართლებენ გარდაცვალების შემდეგ, ხოლო ბრაუდერს, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, დაუსწრებლად. რუსეთის ტელევიზია NTV-ემ 7 მარტს აჩვენა პროგრამა, რომელშიც ბრაუდერს ბრიტანეთის აგენტი უწოდეს.
XS
SM
MD
LG