Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხუთე დღეა შიმშილობს სამსახურიდან დათხოვნილი 5 ექიმი


პროტესტის ნიშნად მეხუთე დღეა შიმშილობს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან დათხოვნილი 5 ექიმი. ისინი სამსახურში აღდგენას და არასწორი მენეჯმენტის გამო ცენტრის ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვენ, რასაც სხვა ექიმებიც უერთდებიან. თავად ცენტრის ადმინისტრაცია ბრალდებას და მოთხოვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრში შექმნილი ვითარების გამო დღეს 21 საათზე გაფართოებული სხდომა დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს, მერიის და სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები და საპროტესტო აქციაში მონაწილე ექიმები.
XS
SM
MD
LG