განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს . 80 გვერდიან დასკვნას საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად საღამოს 20.00 საათიდან დილის 05.00 საათამდე განიხილავდნენ. საბჭოს თავმჯდომარის, კახი ყურაშვილის განცხადებით, ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტში დაინიშნა მხოლოდ მიწვეული პერსონალი და დირექტორის გადაწყვეტილებით, გაბათილდა პერსონალის შერჩევის საკონკურსო გადაწყვეტილებები.
ყველაზე პოპულარული
1