Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკება გამართეს


მოსკოვში დღეს ერთმანეთს შეხვდნენ სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. პუტინმა სტუმარს მიულოცა პრეზიდენტად კვლავ არჩევა და სომხეთთან მისი ქვეყნის ურთიერთობას "სპეციალური“ უწოდა. მანვე თქვა, რომ რუსეთის ინვესტიციები სომხეთში გაიზრდება. სომხეთში ოპოზიციის საპროტესტო აქციები გრძელდება. 18 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა რაფი ჰოვანესიანმა შიმშილობა გამოაცხადა და საჩივარი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.
XS
SM
MD
LG