Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მისასალმებელი განცხადებების ტექსტს კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. პუტინმა განაცხადა: ”ჩვენ მალე აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 5 წლისთავს. შეიძლება გარკვეულწილად შეფასდეს ის, თუ როგორ დგება ფეხზე აფხაზეთი, როგორ გვარდება პრობლემები, რომელიც, სხვათაშორის, როგორც ყველგან, სასურველზე მეტია”. ალექსანდრე ანქვაბმა მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და განაცხადა: ”აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ აგვისტოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი - ჩვენი დამოუკიდებლობის 5 წლისთავი, ანუ ის დღე აღინიშნება, როცა რუსეთმა გვცნო. ვემზადებით ამისთვის და გვსურს ამ თარიღს ომისშემდგომი განვითარების მხრივ უკეთესი შედეგებით შევხვდეთ, მხედველობაში მაქვს ჩვენს შორის არსებული დიდი შეთანხმების შესრულება”.
XS
SM
MD
LG