Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტენსი: არაა სწორი იმის თქმა, რომ არჩევნები სომხეთში გაყალბებული იყო


ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, ვილფრედ მარტენსმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები წინგადაგმული ნაბიჯი იყო. არ იყო ყველა რეფორმა გატარებული, მაგრამ უდიდესია პროგრესი, განაცხადა მარტენსმა. მისივე თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ ეს არჩევნების გაყალბებული იყო. ამდენად, ვფიქრობ, თქვა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი კორექტულად იქნა არჩეული. დღესვე, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო ოპოზიციის ლიდერის, არჩევნებში მეორე ადგილზე გასული, რაფი ჰოვანესიანის და პოლიტოლოგ ანდრიას ღუკასიანის საჩივარი მოთხოვნით, რომ არჩვნების შედეგი გაუქმებულიყო. სასამართლომ ძალაში დაიტოვა საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგი, რომლის მიხედვითაც გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა 59 პროცენტით.
XS
SM
MD
LG