აფხაზები გიორგი გულიას დაბადების მეასე წლისთავს ზეიმობენ. აფხაზური დამწერლობის ერთ-ერთი შემქმნელის, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, დიმიტრი გულიას ვაჟი დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მოსკოვში გამოსცემდა წიგნებს. თავის რომანებში, კინოსცენარებში გიორგი გულია აფხაზურ სინამდვილეს აღწერდა.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.