Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


ჩინეთში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ლი კეციანი. მისი კანდიდატურა ხუთწლიანი ვადით დაამტკიცა საკანონმდებლო ორგანომ - სახალხო წარმომადგენელთა სრულიად ჩინეთის კრებამ. 57 წლის ლი კეციანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა ვენ ძიაბაო, რომელიც 10 წელი ედგა სათავეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას. წინა დღეს საკანონმდებლო ორგანომ ჩინეთის პრეზიდენტად დაამტკიცა სი ძინპინი.
XS
SM
MD
LG