Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ჯავახეთში სიტუაციის დაძაბვის პირველი ნიშნები გაჩნდა


„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ჯავახეთში სიტუაციის დაძაბვის პირველი ნიშნები გაჩნდა. პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალქალაქის საკრებულომ სომხური ენის დაკანონების საკითხი „ქართული ოცნების“ წევრი პარტიების ინიციატივით დასვა. "სამწუხაროა, რომ დღეს ჯავახეთში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა და იმედი მაქვს, რომ სიტუაციის დაძაბვის ეს პირველი ნიშნები მხოლოდ პირველი ნიშნები იქნება და ახალ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, სხვა რამ არ დაუშვას” - აღნიშნა მერაბიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მთავრობას შესთავაზა გამოიყენოს მისი გამოცდილება, რადგან წინა ხელისუფლებაში პირადად იყო პასუხისმგებელი ჯავახეთის სტაბილურობაზე.
XS
SM
MD
LG