Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის პროკურატურა გააგრძელებს რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოძიებას


რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, 26 მაისის, 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" საქმეებიდან რამდენიმეს გამოძიებას თბილისის პროკურატურა გააგრძელებს - ამის შესახებ განაცხადა დედაქალაქის ახალმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა, რომელიც დღეს ოფიციალურად წარადგინეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა. თბილისის ახალი პროკურორის განმარტებით, რეზონანსულ საქმეებს მისი ხელმძღვანელობით იკვლევდა მთავარი პროკურატურის საგამოძოებო ნაწილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი საქმეები გადაეცემა ქვემდებარეობის წესით დედაქალაქის პროკურატურას.
XS
SM
MD
LG