Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს პალესტინის ლიდერს შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გააგრძელებს ტურნეს. ის პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდება. მიმომხილველთა თანახმად, პალესტინელები ბარაკ ობამას ადანაშაულებენ იმაში, რომ აშშ-მა ცოტა რამ თუ გააკეთა ისრაელის მიერ ახალი დასახლებების მშენებლობის შესაჩერებლად. რამალაში მოლაპარაკებების შემდეგ ბარაკ ობამა იერუსალიმში დაბრუნდება და ისრაელელ სტუდენტებს მიმართავს. ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მათ ირანის ბირთვულ პროგრამაზე და სირიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ისაუბრეს. ობამამ განაცხადა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს ”რაც აუცილებელია”, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ”სრულიად დარწმუნებულია”, რომ აშშ მოაგვარებს პრობლემას.
XS
SM
MD
LG