Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ისრაელს მშვიდობისთვის კომპრომისისკენ მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოუწოდა ისრაელებს, აღიარონ, რომ მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ებრაული სახელმწიფოს მტკიცე უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება კომპრომისი. იერუსალიმში ახალგაზრდა ისრაელების წინაშე გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა აუცილებელია, რადგან მხოლოდ ის არის უსაფრთხოებისკენ სწორი გზა. ხუთშაბათს ობამამ თქვა ასევე, რომ ისრაელის, როგორც ებრაელთა და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა და განვითარება ამ რეგიონში შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი პალესტინის განხორცილების გზით. მისი თქმით, საჭიროა, აღიარებულ იქნას პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის და სამართლიანობის უფლება. ხუთშაბთსვე ობამა პალესტინელთა ავტონომიაში თვითმმართველობის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.
XS
SM
MD
LG