საქართველოში გაათავისუფლეს ექვსი ადამიანი, რომელიც 9 თებერვალს და 15 მარტს გორის რაიონის სოფლებში დააკავეს რუსმა სამხედროებმა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრის „უკანონო კვეთისათვის“. დაკავების შემდეგ ისინი ცხინვალის ციხეში იმყოფებოდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა ამ ექვსი მოქალაქის გათავისუფლება. გათავისუფლებული პირები სოფელ ერგნეთიდან გამოიყვანა შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი დვალიშვილმა.
ყველაზე პოპულარული
1