Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი აქებს რუსეთთან ურთიერთობას


ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომელიც რუსეთში იმყოფება, დღეს შეაქო ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობა. შაბათს პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან შეხვედრისას, ჩინელმა ლიდერმა მსოფლიოში ძალთა სტრატეგიული ბალანსის გარანტია უწოდა მოსკოვისა და პეკინის მჭიდრო ურთიერთობას. მანვე უარყოფითად შეაფასა ინტერვენცია უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში. სი ძინპინი რუსეთს ეწვია უცხოეთში თავისი პირველი ვიზიტით, გასულ კვირაში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. პარასკევს ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რუსმა და ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის კონტრაქტს რუსეთიდან გაზის იმპორტზე და მემორანდუმს ახალი გაზსადენის გაყვანის შესახებ.
XS
SM
MD
LG