Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი


შაბათს საღამოს ბრიტანეთში გარდაცვლილი იპოვეს რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი. ის 67 წლის იყო. ნათესავები და პრესმდივანი ადასტურებენ ბერეზოვსკის გარდაცვალებას, მაგრამ არ გავრცელებულა ინფორმაცია სიკვდილთან დაკავშირებულ გარემოებებზე. ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება 67 წლის მამაკაცის დაუდგენელი მიზეზით გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბრიტანეთის მედიის ცნობით, ბერეზოვსკი გარდაცვლილი იპოვეს შინ, ლონდონთან მდებარე რეზიდენციაში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი და, გარკვეული პერიოდი, კრემლთან დაახლოებული პირი, ვიდრე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტი გახდებოდა. ბერეზოვსკიზე ძებნა იყო გამოცხადებული რუსეთში, სადაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე. ბორის ბერეზოვსკი 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ დასახლდა ბრიტანეთში, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს.
XS
SM
MD
LG