Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოში დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა საქართველოში დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მთავრობასთან მიმართებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ ვენტრელის განცხადებაში ვკითხულობთ: „დღეს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო შესწორება, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო საკონსტიტუციო ნორმებთან და პრეზიდენტს ართმევს ერთპიროვნულ უფლებამოსილებას, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს ახალი მთავრობა. აშშ ულოცავს საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ამ მნიშვნელოვან, ორივე პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. ის გზას უკვალავს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას და განახლებული ყურადღების მინიჭებას იმ ბევრი საკითხისთვის, რომელთა წინაშეც დღეს დგას მთავრობა. ჩვენ იმედს გვაძლევს ის პოლიტიკური კონსენსუსი, რომელსაც ეს შეთანხმება ეფუძნება და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ საჯარო გამოსვლებში კონსტრუქციული, მომავალზე ორიენტირებული ტონის შენარჩუნებისკენ, რაც უპასუხებს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის სამომავლო წინსვლის უზრუნველყოფის მიზანს“.
XS
SM
MD
LG