Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ სარაკეტო იერიშის სამიზნედ აშშ-ის სამხედრო ბაზა გამოაცხადა


ჩრდილოეთმა კორეა აცხადებს, რომ მის სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს მიზანში ჰყავთ ამოღებული კუნძულ ჰავაიზე განლაგებული აშშ-ის გუამის სამხედრო ბაზა. კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ეს არის საპასუხო ნაბიჯი აშშ-ის ბომბდამშენებისგან მომდინარე საფრთხეზე. ფხენიანის თანახმად სარაკეტო ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს სამშაბათის განცხადებამდე ერთი დღით ადრე აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ორი ქვეყანა ერთობლივად დაუპირისპირდება ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ თუნდაც მცირე მასშტაბის თავდასხმას.
XS
SM
MD
LG