Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა თბილისს ორი პატიმარი გადასცა


მოლაპარაკებების შედეგად, ოსურმა მხარემ ორი პატიმარი გადასცა საქართთველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებული ამირან ჯეირანაშვილი და ლევან შუბითიძე ცხინვალიდან დღეს დილით გაათავისუფლეს. ორივე მათგანი ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მკვიდრია, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. ძალოვანი უწყების ცნობით, ხვალისთვის ოსური მხარე კიდევ ორ დაკავებულს გაათავისუფლებს. ცხინვალელ სამართალდამცველებთან მოლაპარაკებში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის გარდა, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG