Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსში მეანაბრეებს შეზღუდვებს უწესებენ


კვიპროსში შეზღუდვებს აწესებენ ფულის გადარიცხავზე და ნაღდ ფულზე, რომლის ბანკებიდან გამოტანა, ან უცხოეთში წაღება არის დაშვებული. ახალი წესები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს კვიპროსში ისევ გაიღება თითქმის ორი კვირის წინ დახურული ბანკები. დაგეგმილია ასევე დამატებით მცველების განთავსება დაპირისპირებების და არეულობის თავიდან ასაცილებლად. დღეს ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ხუთშაბათს კვიპროსში ყველა ბანკი გაიღება. ახალი წესებით ცდილობენ, თავიდან აიცილონ კვიპროსის ბანკებიდან ფულის მასობრივი გატანა. მედიის ცნობით, მეანაბრეებს დღეში არაუმეტეს 300 ევროს აღება შეეძლებათ. ქვეყნიდან გამგზავრებისას დაშვებული იქნება არაუმეტეს 3000 ევროს წაღება. შეზღუდვების დაწესება გადაწყდა მას შემდეგ, რაც კვიპროსმა თავიდან აიცილა ფინანსური კოლაფსი უცხოელ დონორებთან შეთანხმებით, რომ დახმარების სახით 10 მილიარდ ევროს მიიღებს. საამისოდ კვიპროსი ერთჯერად ბეგარას აწესებს საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც 100 000 ევროს აღემატება.
XS
SM
MD
LG