Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსში ისევ გაიღო ბანკები


კვიპროსში ისევ გაიღო ბანკები, რომლებიც თითქმის ორი კვირა იყო დახურული, ქვეყანაში საფინანსო კრიზისის დაწყების შემდეგ. 16 მარტს ყადაღა დაედო ანაბრების უმრავლესობას, რათა მათ მფლობელებს არ მისცემოდათ ფულის გატანის საშუალება, სანამ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კვიპროსის საფინანსო კრიზისის მოგვარების გეგმაზე. დღეს დილიდანვე დადგა მეანაბრეების რიგები ბანკებთან, რომლებთანაც შეიარაღებული მცველები არიან განთავსებული. ამასთან, დაწესებულია რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის დღეში ანგარიშიდან არაუმეტეს 300 ევროს მოხსნა და ლიმიტი კვიპროსში გაცემული საკრედიტო ბარათების უცხოეთში გამოყენებაზე. კვიპროსი ევროზონის პირველი ქვეყანაა, რომელმაც კაპიტალზე კონტროლი დააწესა. ეს ზომები მოჰყვა კვიპროსის შეთანხმებას უცხოელი დონორებისაგან 10 მილიარდი ევროს დახმარების მიღებაზე, რითაც თავიდან იქნა აცილებული ფინანსური კოლაფსი. ორშაბათს მიღწეული შეთანხმებით, პირები, რომელთა ანაბრებიც 100 000 ევროს აღემატება, ფულის დიდ ნაწილს დაკარგავენ. კვიპროსი დათანხმდა საბანკო რეფორმის მოთხოვნასაც.
XS
SM
MD
LG