Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმეტ დავუთოღლუ: თურქეთი ხელს შეუწყობს მაჰმადიანი მესხების შინ დაბრუნებას


თუკი არსებობს თურქეთის მხრიდან რაიმე სახის დახმარების საჭიროება, ჩვენ ყოველნაირად შევუწყობთ ხელს ამ ადამიანების შინ დაბრუნებისა და განსახლების პროცესს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ, ბათუმში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ. „ ეს აჩვენებს, თუ რამდენად მულტიკულტურული ბუნებისაა და რამდენად ჰარმონიულად უდგება ამ პრობლემას საქართველოს ხელისუფლება. და ვიმედოვნებ, რომ როდესაც აფხაზები დაბრუნდებიან, ისინი საქართველოს საზოგადოების ნაწილი გახდებიან. ეს სასარგებლო იქნება საქართველოსათვისაც და თურქეთი თანამშრომლობს საქართველოსთან და სურს, თვითონაც იყოს დაბრუნების ამ პროცესის მონაწილე“- განაცხადა დავუთოღლუმ და შემდეგ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. „მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისა, რომელიც პირადად მონაწილეობს ამ საქმეში და ისიც კი ივალდებულა, ამ პროექტს თავისი პირადი სახსრები შეწიროს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, მუსლიმებიც და ქრისტიანებიც ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან. და თუ ქართველ ქრისტიანებს სჭირდებათ ეკლესია და საქართველოს მთავრობა მათ ყოველმხრივ ეხმარება ასეთი ნაგებობის აშენებაში, მაშინ ასევე უნდა მოხდეს მუსლიმი მოქალაქეების შემთხვევაშიც, რომლებსაც მეჩეთის აგება სურთ“- განაცხადა დავუთოღლუმ.
XS
SM
MD
LG