Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ლიდერმა კატარში მოლაპარაკებები გამართა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზიმ კვირას დოჰაში გამართულ შეხვედრაზე კატარის ლიდერებთან ერთად თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხები განიხილა. მაღალი რანგის პირებს შორის, რომლებსაც ავღანეთის პრეზიდენტი შეხვდა, მედიის ინფორმაციით, ამირა ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანიც იმყოფებოდა. თუმცა, მოლაპარკებების დეტალებზე ინფორმაცია არ არსებობს. ცნობილია, რომ ადრე კარზაიმ უკმაყოფილება გამოთქვა თალიბებთან მოლაპარაკებების კატარში გამართვის გამო, რითაც ქაბული კონსულტაციებიდან ჩამოშორებული იქნება. თალიბანი, რომელიც ჰამიდ კარზაის აშშ-ის მარიონეტს უწოდებს, უარს ამბობს კარზაისთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვაზე. ჰამიდ კარზაი კი მოითხოვს, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებას თალიბებთან მისმა დანიშნულმა პირმა უხელმძღვანელოს.
XS
SM
MD
LG