Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის თემური რეგიონებიდან პირველი ქალი იყრის კენჭს პარლამენტში


პაკისტანის თემური რეგიონებიდან პირველი ქალი, ბადამ ზარი, პარლამენტში იყრის კენჭს. 40 წლის დიასახლისმა კვირას შეიტანა განაცხადი ავღანეთთან მოსაზღვრე ბაჯურის რეგიონში კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ. კვირასვე მას რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური დაუკავშირდა. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ბადამ ზარიმ განაცხადა, რომ სამი მთავარი პრიორიტეტი ექნება - მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ბიჭების და გოგონების განათლება და ჯანდაცვა - განსაკუთრებით ქალებისთვის. ბაჯურის რეგიონს ისლამისტი ექსტრემისტები აფარებენ თავს. რეგიონს პაშტუნი უხუცესები განაგებენ, რომლებიც კონსერვატიული პოზიციებით გამოირჩევიან ქალების უფლებების საკითხთან მიმართებით. არჩევნები 11 მაისსა დანიშნული. ზარი ერთ-ერთია იმ 10,000-ზე მეტი კანდიდატისგან, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი შეიტანეს.
XS
SM
MD
LG