Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში წამლის პატენტის შესახებ გადაწყვეტილებას გლობალური გავლენა აქვს


ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომელიც შვეიცარიის კომპანია „ნოვარტისს“ უკრძალავს კიბოს წამლის დაპატენტებას. ეს გადაწყვეტილება გლობალური მასშტაბით იქონიებს გავლენას. „ნოვარტისს“ სურდა დაეპატენტებინა საკუთარი, ლეიკემიის საწინააღმდეგო წამლის, „გლივეკის“ გაუმჯობესებული ვარიანტი. ინდოეთის საპატენტო სააგენტომ კომპანიის განაცხადი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ წამალი უკვე არსებული პროდუქტის მოდერნიზებული ვერსიაა. ეს საეტაპო გადაწყვეტილება იმას მოასწავებს, რომ ამ წამლის ბევრად იაფი შემცვლელი ვარიანტების დამზადება იქნება შესაძლებელი. სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ პროცესზე „ნოვარტისს“ რომ გაემარჯვა, მსოფლიოს გარშემო მილიონობით ღარიბი პაციენტი ვერ შესძლებდა ამ წამლით მკურნალობას.
XS
SM
MD
LG