Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეშფოთებულია გასულ კვირაში შავ ზღვაში დაწყებული სამხედრო წვრთნის გამო


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გამოთქვა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ შავ ზღვაში გასულ კვირაში დაწყებული სამხედრო წვრთნის გამო. 2008 წელს საქართველოს საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებების შემდეგ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა, მოულოდნელად წამოწყებული ბოლო სამხედრო წვრთნისას რუსეთმა შავ ზღვაზე ყველაზე ფართომასშტაბიანი მანევრი განახორციელა - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც საქართველო ერთგულია პრეზიდენტის 2010 წლის 23 ნოემბრის განცხადებისა ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთი არღვევს ხელშეკრულებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და უარს ამბობს საქართველოზე თავდაუსხმელობის ვალდებულებაზე. ზოგადად ასეთი ქმედებების სტრატეგიული შედეგი იქნება ის, რომ უფრო მეტი საშიშროების წინაშე დადგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოება - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებაში. შავ ზღვაში რუსული სამხედრო წვრთნის გამო, საპროტესტო განცხადება 29 მარტს გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
XS
SM
MD
LG